სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მას არ ეშინია შეერთებული შტატების მიერ აქტივების გაყინვის, რადგან მისივე თქმით, საზღვარგარეთ აქტივებს არ ფლობს. ალექსანდრ ვუჩიჩი განცხადებას ამერიკელი კონგრესმენების წერილის პასუხად აკეთებს.
ამერიკელი კანონმდებლები, ვუჩიჩის მმართველობის პირობებში, კორუფციის ზრდასა და მედიის თავისუფლების შემცირებას აკრიტიკებენ.
„შეერთებული შტატები ვერ იპოვის ვერანაირ აქტივებს ქვეყნის გარეთ“ - განაცხადა ვუჩიჩმა მედიასთან საუბრისას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შვიდი დემოკტრატი წევრი, პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს, ზეწოლა განახორციელოს ვუჩიჩზე, კორუფციისა და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმის გამო. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კონკრეტულ პირებს, სანქციის სახით აქტივები გაუყინოს.
კონგრესმენების წერილს წინ უძღოდა სერბი ოპოზიციონერი ლიდერის, დრაგან ჯილასის ვაშინგტონში ვიზიტი და აკრიტიკებს ვუჩიჩის მიერ, კვაზი-შავ ბაზარზე ვენტილატორების შეძენას, ასევე მთავრობის დამოკიდებულებას მედიის მიმართ.
პრეზიდენტმა პოსტი 2017 წელს დაიკავა და კვლავ გეგმავს მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, სერბეთს დაეკისროს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება, რაც მოიცავს წინასაარჩევნო კამპანიისა და ხმების დათვლის პერიოდსაც.“
Facebook Forum