ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები ეგვიპტეს აფრთხილებენ


ამერიკელი სენატორები ეგვიპტეს აფრთხილებენ
ამერიკელი სენატორები ეგვიპტეს აფრთხილებენ
შეერთებული შტატების სენატორები ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობებში შესაძლო "კატასროფული განხეთქილების'' შესახებ საუბრობენ. მსგავსი მკაცრი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ეგვიპტეში 19 ამერიკელი პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის თანეხების არალეგალურად მოზიდვაში დაადანაშაულეს. რესპუბლიკელები ჯონ მაკეინი და კელი აიოტი, ასევე დამოუკიდებელი სენატორი ჯო ლიბერმანი აცხადებენ, რომ კონგრესის მხრიდან ეგვიპტის დახმარება, მათ შორის ფინანსური, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მათივე განცხადებით, ეგვიპტის მთავრობაში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ორ ქვეყანას შორის სიტუაციის გამწვავება სურთ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არაფერს იშურებენ რათა კრიზისი დროულად გადაწყვიტონ.

XS
SM
MD
LG