ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი ჯანდაცვის კანონის ბედის გადაწყვეტას კიდევ ერთხელ ეცდება


ამერიკის სენატი დღეს გადაწყვეტს იმას, გაგრძელდება თუ არა პალატაში ჯანდაცვის კანონის შეცვლასთან დაკავშირებული დებატები. ეგრეთწოდებული „ოაბამაქეარის,“ პრეზიდენტ ობამას მიერ დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვის კანონის გაუქმება და მისი სხვა კანონით ჩანაცვლება პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი პალატაში „ობამაქეარის“ გასაუქმებლად მხარდაჭერის მოპოვებას უკვე რამდენიმე ხანია უშედეგოდ ცდილობს. სენატში 100-დან 52 სენატორი რესპუბლიკელია. კანონპროექტის გასატანად მათთვის თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცოტა ხნის წინ სენატორ ჯონ მაკკეინის ავადმყოფობის ცნობამ ეჭვი გააჩნა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელები ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვებას ვერ შეძლებდნენ.

ჯონ მაკკეინმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჯანდაცვის კანონის კენჭისყრას დაესწრება. ტვინის კიბოს დიაგნოზიდან რამდენიმე დღეში ის არიზონიდან ვაშინგტონში დღეს კენჭისყრისთვის დაბრუნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG