კოლორადოს შტატის პოლიცია 18 წლის ახალგაზრდას ეძებს, რომელსაც ბრალი ედება ძალადობის მუქარაში, რის შემდეგაც დენვერის მიდამოებში სკოლები დაიხურა. მუქარა წინ უსწრებს ქალაქ ლითლტონთან, კოლუმბინის საშუალო სკოლის მასობრივი მკლელობის 20 წლისთავს.
გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა და ადგილობრივმა პოლიციამ აღნიშნული ქალის იდენტიფიცირება მოახდინეს. 18 წლის სოლ პაისი შერიფის ოფიცისის ინფორმაციით შეიარაღებულია. ის კოლორადოში ორშაბათს ჩავიდა.
იმ სკოლებს შორის, რომლებმაც მუქარის მესიჯები მიიღეს, კოლუმბინის საშუალო სკოლაც მოხვდა, სადაც 1999 წლის 20 აპრილს, 17 წლის დილან კლებოლდმა და 18 წლის ერიკ ჰარისმა 13 ადამიანი მოკლეს და 24 დაჭრეს, ხოლო შემდეგ თავი მოიკლეს.
Facebook Forum