ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში ჯაშუშები დააკავეს


ეჭვმიტანილების განცხადებით, ისინი უცხო ქვეყნისთვის აგროვებდნენ საჭირო ინფორმაციებს

საუდის არაბეთის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით 18 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის ერთი ირანის და ერთი ლიბანის მოქალაქეა.

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დანარჩენი 16 ეჭვმიტანილი საუდის არაბეთის მოქალაქეა. დაკავებულები ქვეყნის ოთხ რეგიონში ჩატარებული რეიდის დროს აიყვანეს.

ეჭვმიტანილების განცხადებით, ისინი უცხო ქვეყნისთვის აგროვებდნენ საჭირო ინფორმაციებს. დაკავებულთა შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია საუდის არაბეთს ჯერ არ გაუვრცელებია.
XS
SM
MD
LG