ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი ცილისწამებას პასუხობს


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ის სასამართლოშო უჩივლებს საინფორმაციო ვებ გვერდს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ყოფილ ლიბიელ დიქტატორს- მუამარ კადაფის და ნიკოლა სარკოზის შორის ფინანსური მოლაპარკების შესახებ. ვებ გვერდის მონაცემებით, 50 მილიიონი დოლარი კადაფიმ სარკოზის საარჩევნო კამპანიისთვის შესთავაზა. ვებ გვერდი " მდეიაპარტი" ირწმუნება, რომ მას ხელთ აქვს 2006 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, მუსა კუსა აწერს. სარკოზიმ თავის მხრივ უარყო ბრალდებები და მათ აბსურდული უწოდა. მან პირობა დადო რომ საპრეზიდენტი კამპანიის დასრულებამდე ის ვებ გვერდს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

XS
SM
MD
LG