ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდერსმა ბაიდენის კანდიდატურას ოფიციალურად დაუჭირა მხარი


ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა, ჯო ბაიდენს, მის მთავარ მეტოქეს ოფიციალურად დაუჭირა მხარი. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ჯო ბაიდენი ვისკონსინის პრაიმერებში ოფიციალურად დასახელდა გამარჯვებულად.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით იყოს, ჩვენ თქვენ თეთრ სახლში გვჭირდებით", - ამ სიტყვებით მიმართა სანდერსმა ბაიდენს ონლაინ გავრცელებულ ვიდეოში. "მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ეს მოხდეს".

ჯო ბაიდენმა ბერნი სანდერსს უპასუხა და თქვა, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს და მხარდაჭერისთვის უკვე ყოფილ მეტოქეს მადლობა გადაუხადა.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ დღეს ჯო ბაიდენის მხარდამჭერი განცხადება შესაძლოა ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც გააკეთოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG