ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აქ თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ"- სააკაშვილი ვარშავიდან


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ სურს და უკრაინაში კანონიერი გზით დაბრუნებას გეგმავს. „ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წინა დღეს უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

ამ ეტაპზე ის ოჯახის სანახავად ჰოლანდიაში გამგზავრებას ფიქრობს და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას აპირებს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, ის პირველ რიგში უკრაინას და ასევე საქართველოს უკავშირდება. სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზებას და ხელისუფლებისგან "ოლიგარქების" ჩამოშორებას გეგმავს. "პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი“ , - თქვა სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG