ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა


მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა. საქართველოს ექსპრეზიდენტს მხარდამჭერები ბორისპოლის აეროპორტში შეძახილებით „მიშა, მიშა“ დახვდნენ. სააკაშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში ქვეყნის ასაშენებლად ჩავიდა და რომ ახლა მთავარი უკრაინელი ხალხის განვითარებაა. „"მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას”. მედიასთან საუბარში მან პრეზიდენტ ზელინსკიზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზელენსკი თავისი მმართველობით ბევრს გააოცებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG