ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნება 3 წლის ვადით აეკრძალა


უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 3 წლის ვადით აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების პასუხად, სააკაშვილი ამბობს, რომ ის „გაცილებით ადრე“ დაბრუნდება.

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის უფლების შეზღუდვის თაობაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინელ პოლიტიკოსს ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს და პოლონეთში გაამგზავრეს.

სააკაშვილმა ოთხშაბათს "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი , რომელშიც ნათქვამია, რომ მას ქვეყანაში დაბრუნების უფლება 2021 წლის 13 თებერვლამდე შეზღუდული აქვს.

ამავე სამსახურის წარმომადგენელი ოლეგ სლობოდიანი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება იმ დანაყოფის ხელმძღვანელმა მიიღო, რომელიც საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის დაცვაზეა პასუხისმგებელი. საუაბრია იმ მონაკვეთზე, რომელიც სააკაშვილმა 2017 წლის სექტემბერში გადაკვეთა.

"ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე, ამ ხელისუფლების დასასრული მოახლოვებულია", დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე. "მე უკრიანაში ძაილან მალე დავბრუნდები, გაცილებით ადრე, ვიდრე სამ წელიწადში".

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა. 2018 წლის 12 თებერვალს კი ის კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააპატიმრეს და პოლონეთში მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს. პოლონეთიდან ის ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ პოროშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG