ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი რაიანი გმობს არჩევნების შედეგების გადათვლის მცდელობას


კვირას, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა რესპუბლიკელმა სპიკერმა პოლ რაიანმა გააკრიტიკა არაერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის და სენატორის მცდელობა უაყოფილ იქნეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. "საარჩევნო კოლეგიის ხმების გადათვლა და ჯო ბაიდენის გამარჯვებაში ეჭვის შეტანის მცდელობა ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიულ პრინციპებს საძირკველში ურტყამს. რთულია წარმოიდგინო უფრო მეტად ანტი-დემოკრატიული და ანტი-კონსერვატიული ქმედები," ამბობს რაიანი.

რაიანის განცხადებით, ტრამპის კამპანიას საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თუმცა ყველა ეს მცდელობა მარცხით დამთავრდა არასაკმარისი სამხილის ქონის გამო. შედეგების უტყუარობა დაამტკიცა იუსტუციის დეპარტამენტმაც. ამით იურიდიული პროცესი ამოიწურა. ბაიდენის გამარჯვება სავსებით ლეგიტიმურია," ნათქვამია მის განცხადებაში.

სენატში ათზე მეტი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 6 იანვარს, კონგრესის გაერთიანებული სხდომა უნდა ჩატარდეს, რონელსაც ვიცე-პრეზიდენტი პენსი უხელმძღვანელებს. ამ სხდომაზე ფორმალურად უნდა დაამტკიცონ არჩევნების შედეგები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG