ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვარამია მის წინააღმდეგ შანტაჟით მუქარაზე საუბრობს


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შანტაჟზე საუბრობს. კურიერის სპეციალურ გამოშვებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში გვარამია ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოაქვს. ამ წუთისთვის ტელევიზიასთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილნი და ხელისუფლებას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც. დეპარტამენტის სპოკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის მედიის თავისუფლების სადარაჯოზე დადგება.

XS
SM
MD
LG