ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესი 26 ოქტომბერს განახლდება


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე დასრულდა და პროცესი 26 ოქტომბერს განახლდება. მოპასუხე მხარის შუამდგომლობის მოთხოვნაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს გამოცხადდება.

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანიის საკუთრების დავის გამო მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ „პროვოკაციას“ თავი უნდა დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური პარტია მიიღებს ხალხისგან იმას, რასაც „იმსახურებს“. პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას „დანაშაულებრივ ორგანიზაციას“ უწოდებს, რომლის წარმომადგენლებსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

„სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“ - აცხადებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პოლიტიკური კლიმატის ესკალაცის გამო შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, პრეზიდენტი ყველა მხარეს თავშეკავების და ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG