„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა საკუთრების დავაზე სააპელაციო სარჩელი წააგეს.
რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში 21 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განჩინება გადაეცემათ მხარეებს.