რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, "ისტერიკად" აფასებს დასავლეთში ნავალნის დაკავებასა და მოსკოვში აქციის მონაწილეების დაკავებაზე გაკეთებულ განცხადებებს. ლავროვს, მიაჩნია, რომ დასავლეთი რუსეთის შიდა საქმეებში ერევა და აქვე განმარტავს, რომ აქციები რუსეთში არ იყო სანქცირებული და აქციის მონაწილეებიც სწორედ ამიტომ დააკავეს.
"დღეს მე მასალები გადავაგზავნე ბრიუსელში. მე ეს ინფორმაცია მივაწოდე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რათა ის შემდეგში უკვეთ მოემზადოს. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი ლიდერები ძალიან შეეჩვივნენ უსაფუძვლო ბრალდებას. ასე იყო სკრიპალებზე, ე.წ. ნავალნის მოწამვლაზე თუ სხვა მოვლენებზე,"- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვის გაღიზიანება მსოფლიო ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია. ევროპასა და ამერიკაში თითქმის ყველა მაღალი დონის პირმა გუშინ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააკრიტიკა და რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნავალნის "მამაცი" ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ის გამბედავი პოლიტიკოსია, რომელიც საფრთხის მიუხედავად რუსეთში ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ალექსეი ნავალნის სასამართლო სხდომა მოსკოვში გუშინ გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში უკვე მესამე კვირაა გრძელდება, აქციებს ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები და მხარდამჭერები როგორც დედაალაქში, ასევე რუსეთის სხვა დიდ ქალაქში მართავენ.
Facebook Forum