ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ სასუნთქ აპარატებს ამერიკის საავადმყოფოებში არ იყენებენ


ამერიკის შეერთებული შტატების გადაუდებელი სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) რუსულ სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, სასუნთქი აპარატები, რომლებიც რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარების სახით გამოუგზავნა, იმავე მოდელისაა, რომელიც რუსეთში, საავადმყოფოებში რამდენიმე ხანძრის მიზეზი გახდა.

ფედერალური სააგენტო ასევე ადასტურებს, რომ ეს სასუნთქი აპარატები არასდროს გამოუყენებიათ ამერიკაში პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნულ აპარატებს ვენტილატორების სახელით იცნობენ და კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის იყენებენ.

Aventa-M ტიპის სასუნთქი აპარატები, რომელიც 6 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, "არასდროს გამოუყენებიათ ამერიკულ საავადმყოფოებში", თქვა დღეს FEMA-ს სპიკერმა, ჯანეტ მონტესიმ. "სიფრთხილის მიზნით, შტატები სასუნთ აპარატებს FEMA-ს უკან დაუბრუნებენ", განაცხადა ფედერალური დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG