ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი შინაპატიმრობაში გარდაიცვალა


81 წლის რუსი მეცნიერი, რომელსაც ღალატის ბრალდებით შინაპატიმრობა 2020 წელს მიუსაჯეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია „პერვი ოტდელი“ აცხადებს, რომ ვალერი მიტკო, მეოთხე გულისშეტევით გარდაიცვალა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ მეცნიერს, გარეთ რეგულარული სეირნობა ეკრძალებოდა.

მიტკოს შინაპატიმრობა 2020 წლის თებერვალში მიუსაჯეს. მას ბრალად ჩინეთისთვის საიდუმლო მასალების გადაცემა ედებოდა. მეცნიერი აკადემიური მიზნებით, ჩინეთს ხშირად სტუმრობდა.

ვალერი მიტკო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა. ის და მისი იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ერთადერთი მასალა, რომელიც მან ჩინეთში წაიღო, მის სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

მედიის ცნობით, მიტკოს ბრალად ედებოდა ჩინეთისთვის ჰიდროაკუსტიკური კვლევებისა და წყალქვეშა ნავების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

XS
SM
MD
LG