ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სამხედრო ბაზა აფეთქდა


რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო ძრავის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფეთქება თხევადი საწვავის ძრავის გამოცდის დროს არხანგელსკის რაიონში მოხდა. მათივე განცხადებით, აფეთქებას არ გამოუწვევია რაიმე ტიპის რადიოაქტიური დაბინძურება.

აფეთქების დროს 6 სამხედრო პირი და ერთი სამოქალაქო ინჟინერი დაიჭრა, რომელთაგან 2 მოგვიანებით გარდაიცვალა.

რუსულ ბაზაზე აფეთქება ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ მოხდა. ორშაბათს ხანძარი გაჩნდა კრასნოიარსკის მხარეში მდებარე იარაღის საცავში, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვა. ამ ინციდენტის შედეგად, რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG