რუსეთის დუმამ, პარლამენტის ქვედა პალატამ, მესამე და ბოლო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების წევრებისა და მომხრეების რაიმე თანამდებობაზე არჩევას. ეს ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის, ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერთან, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა ადამიანმა, საჯარო თანამდებობა დაიკავოს.
26 მაისს დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, იმ ორგანიზაციების ლიდერებს და დამფუძნებლებს, რომლებიც ექსტრემისტად ან ტერორისტულად არიან გამოცხადებული, ხუთი წლის განმავლობაში არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა ეკრძალებათ. ამავე ორგანიზაციების სხვა, რიგით წარმომადგენლებზე, აკრძალვა 3 წლის ვადით გაგრძელდება.
იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, სათათბიროს ზედა პალატის მხარდაჭერაა საჭირო. ასევე, ფედერალური საბჭოსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა.
ანალიტიკოსების, უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის წინააღმდეგაა მიმართული. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ფონდი ექსტრემისტულად გამოაცხადოს.
„ვლადიმირ პუტინი რეჟიმი მიზნად ისახავს, სამოქალაქო სივრცე სრულად გაწმინდოს კრიტიკოსებისგან“ - აცხადებს „საერთაშორისო ამნისტიის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი, ნატალია ზვიაგინა კანონპროექტის შეფასებისას.