ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჰაკერები აცხადებენ, რომ ესპანურ თავდაცვის კომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელეს


"სანტა ბარბარა სისტემსი", "ჯენერალ დინამიკსის" შვილობილი კომპანია ესპანეთში, რომელიც ახორციელებს ლეოპარდის ტანკების განახლებას უკრაინისთვის გადასაცემად, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ პრორუსული ჰაკერების ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას.

"ჯენერალ დინამიკსის" სპიკერმა დაადასტურა, რომ თავდაცვის კონტრაქტორის ესპანური ქვედანაყოფი კიბერთავდასხმის მცდელობის ქვეშ იყო, „რომელიც დაუყოვნებლივ იქნა აღმოჩენილი და კომპრომეტირებული არ არის კომპანიის არცერთი სისტემა“.

მათ განაცხადეს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა დროებით ვებგვერდი გაეთიშა იქამდე, სანამ არ დასრულდება გამოძიება. „კომპანიის სენსიტიური მონაცემები კარგად არის დაცული“,- დასძინა სპიკერმა.

"ჯენერალ დინამიკსის" სპიკერმა გერმანიაში განაცხადა, რომ კომპანიის ყველა ოპერაცია ევროპაში ნორმალურად მიმდინარეობს. მომხდარზე NoName ჰაკერულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა.

ნატოში გასულ თვეში განაცხადეს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყნებში კომპანიებსა და ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებული კამპანიის უკან დგას. ბრალდებას რუსეთმა "დეზინფორმაცია" უწოდა.

XS
SM
MD
LG