ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში, მედიცინის მუშაკებისთვის ვირუსით ინფიცირების რისკები იზრდება


პაციენტს, რომელსაც რუსეთის სანკტ პეტერბურგში ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, მოულოდნელად სიცხემ აუწია. ექიმებმა კორონავირუსზე ტესტირება მოითხოვეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დადებითი პასუხი აღმოაჩნდა რუს ექიმებს, ექთნებს და პაციენტებსაც, რომელთაც ამ ადამიანთან უნებლიე კონტაქტი ჰქონდათ. ვრედენის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ინსტიტუტის ექიმმა დმიტრი პტაშნიკოვმა, რომელიც ერთ-ერთია იმ ბევრ მედიკოსს შორის, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა, თქვა, რომ იმ შემთხვევის შემდეგ “თოვლის ზვავივით იქცა”. პერსონალის და პაციენტების ნახევარზე მეტს, ათობით ადამიანს ვირუსი “კოვიდ-19” აღმოაჩნდა.

იმ დროს, როდესაც რუსეთი ვირუსთან გამკლავებას ცდილობს, დაინფიცირებული მედიცინის მუშაკების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველდღე ჩნდება. მხოლოდ გასულ კვირაში, მოსკოვის და სანკტ პეტერბურგის 200-ზე მეტ ექიმს ვირუსი აღმოაჩნდა. ზოგიერთი მათგანი სოციალურ მედიას მიმართავს, რათა საკუთარი გაჭირვების ამბავი გააზიაროს.

ნათელი არ არის, თუ მთლიანად რამდენი რუსი ექიმი დაინფიცირდა. ჯანდაცვის სამინისტრომ კომენტარების თხოვნები უპასუხოდ დატოვა, მაგრამ გასული ორი კვირის განმავლობაში, ათობით რეგიონიდან მოსული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ “კოვიდ-19” ჯანდაცვის სულ ცოტა 450 მუშაკს ჰქონდა და 11 ექიმი და 5 ექთანი გარდაიცვალა.

ციფრები სავარაუდოდ ბევრად მეტი უნდა იყოს, რადგან საავადმყოფოების ადმინისტრაციები ასეთ ინფექციებს მალავენ. ექიმთა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა სემიონ გალპერინმა “ასოშიეიტედ პრესს” უთხრა: “ვიცი შემთხვევები, როდესაც საავადმყოფოების ადმინისტრაციები ექიმების დაინფიცირების შემთხვევებს არ ამხელენ, რადგან ამან შეიძლება დაწესებულების კარანტინში გადაყვანა და საქმიანობის შეჩერება გამოიწვიოს.”

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვირუსის 285 ცხელი წერტილის ნახევარზე მეტი, სამედიცინო დაწესებულებებზე მოდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG