ჩინეთში ერთობლივი მანევრებისთვის ჩასულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ქებით მოიხსენია მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობა. მანევრებში 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
“სიბუ/კოოპერეიშენ-2021” სამხედრო თამაშები, ჩინეთის ნინგჟა რეგიონში პარასკევს მთავრდება. სხვა ქვეყნები ამ სამხედრო თამაშებს აკვირდებოდნენ როგორც იმის ნიშანს, რომ დასავლეთთან შეჯიბრში მყოფი ჩინეთი და რუსეთი სამხედრო კავშირებს აფართოებენ.
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს 2005 წლიდან ატარებენ, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის ახლო მოკავშირე შოიგუმ აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩინეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ასეთი სახის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის გაზეთ “კომერსანტმა” განაცხადა, რომ ამ წვრთნებში რუსმა ჯარისკაცებმა ჩინური იარაღი პირველად გამოიყენეს.
ამ კვირაში რუსეთმა ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვართან, სადაც შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ თალიბანი სწრაფ შეტევაზეა გადასული, ტაჯიკ და უზბეკ სამხედროებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულა.
Facebook Forum