ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კადრებში ვიქტორ სოკოლოვი ცოცხალია, უკრაინა ამტკიცებს, რომ ის მოკლეს


ვიქტორ სოკოლოვი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური კიევის მტკიცებით მკვდარია, კრემლის ვიდეო კადრებში კი ის ზის და მუშაობს. სოკოლოვი რუსეთის საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერია.

სამშაბათს, 26 სექტემბერს, კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სოკოლოვი კონფერენციას ესწრება, ეს მაშინ როცა, 25 სექტემბერს კიევმა თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ის მოკლეს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის კადრებში ვიქტორ სოკოლოვთან ერთად ჩანს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვა მაღალი სამხედრო თანამდებობის პირები. უცნობია როდისაა გადაღებული ეს ვიდეო კადრები, მისი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ვიდეოში რუსეთის თავდაცვის მინისტრი საუბრობს უკრაინის დანაკარგებზე და ამბობს, რომ კიევმა სექტემბერში 17 000 ზე მეტი სამხედრო დაკარგა და 2700-ზე მეტი შეიარაღება. კრემლი აქვე ირწმუნება, რომ მათ წარმატებით გაანადგურეს 7 ამერიკული ბრედლის საბრძოლო მანქანა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან ფრონტის მთელ ხაზზე“, - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

კიევის მტკიცებით, მათ ყირიმში წარმატებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც სოკოლოვთან ერთად მათ 33 სხვა ოფიცერი მოკლეს სევასტოპოლის პორტში. არსებული ინფორმაციით უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

კრემლის პრესსპიკერმა კიევის ინფორმაციაზე, ორშაბათს კომენტარი არ გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტები ინფორმაციის გადამოწმებისთვის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG