ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიის მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება


რუსეთმა მოსკოვში სამი დღით სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტი აჰმედ ჯარბაც მიიწვია , რომლის ვიზიტი რეჟიმის რუსეთში ყოფნას ემთხვევა

გუშინ რუსეთმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს უმასპინძლა, რომელსაც სირიელი დიპლომატები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა სირიის სამშვიდობო კონფერენცია იყო, რომელშიც მოსკოვის აზრით, გარკვეული როლი ირანმაც უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ელჩებმა მოსკოვში მოლაპარაკებები მას მერე დაიწყეს, რაც ვილსნიუსში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დეკემბერში ჟენევის მეორე კონფერენციის შესახებ გარკვეული იმედი გამოთქვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან პარტნიორთან მოიაზრებს. ეს კომენტარები მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ცალკე მოლაპარაკებების დაწყების წინ გააკეთა.

სირიის ოპოზიციის განცხადებით, რუსეთმა მოსკოვში სამი დღით სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტი აჰმედ ჯარბაც მიიწვია , რომლის ვიზიტი რეჟიმის რუსეთში ყოფნას ემთხვევა.
XS
SM
MD
LG