ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს სამხედრო კონტიგენტი სირიიდან გაჰყავს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის თვითმფრინავების პირველმა ნაკადმა სირია დატოვა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ძალების სირიიდან გაყვანის შესახებ გამოაცხადა.

თვითმფრინავები სირიის ქალაქ ლატაკიაში საჰაერო ბაზიდან გავიდნენ და გეზი რუსეთისკენ აიღეს.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, რუსეთში სამხედრო კონტიგენტის დიდი ნაწილი, რომელიც სირიაში იმყოფება, მისიას ასრულებს, მას შემდეგ რაც მათ დავალების მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულეს.

გაეროს ელჩმა სირიაში სტეფან დე მისტურამ პუტინის გადაწყვეტილება შეაქო და რწმენა გამოთქვა, რომ ამ განვითარებას პოზიტიური გავლენა ექნება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის ჟენევაში ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG