რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონი რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. მოსკოვის თქმით, შეერთებული შტატები ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს. ეს განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდები დაგმო. გასული რამდენიმე კვირის მანძილზე, რუსმა სამართალდამცავებმა ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია შეამოწმეს, მათ შორის „საერთაშორისო ამნისტია“ და „ჰუმან რაითს ვოჩი.“
რუსეთი ვაშინგტონს პასუხობს
მოსკოვმა შეერთებული შტატები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა