რუსეთის გენერალური პროკურორის და საგადასახადო პოლიციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კიდევ ერთი რეიდი დღეს მოსკოვში ჩაატარეს. გაიჩხრიკა ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის-“ჰუმან რაითს ვოჩის” და ბერლინში ბაზირებული “საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლობის ოფისები.
დღესვე, რუსული მედიის ცნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა თათარსტანის რესპუბლიკაში ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის-„აგორას“-ოფისი გაჩხრიკეს.
ორშაბათს, რუსმა პროკურორებმა და საგადასახადო პოლიციამ დაუგეგმავი აუდიტი ჩაატარეს „საერთაშორისო ამნისტიის“ ოფისში. გასულ კვირას კი ცნობილი რუსული ჯგუფის-„მემორიალის“ ოფისები შეამოწმეს.