ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის „ძმური სიყვარული“


უკრაინის მასტიმულირებელ ფინანსურ პაკეტს რუსეთის პრეზიდენტი „ძმური სიყვარულით“ განპირობებულ ქმედებას უწოდებს

უკრაინის მასტიმულირებელ ფინანსურ პაკეტს რუსეთის პრეზიდენტი „ძმური სიყვარულით“ განპირობებულ ქმედებას უწოდებს და არა პოლიტიკურად მომგებიან ნაბიჯს, რომლის მიზანია ევროკავშირთან უკრაინის სავაჭრო ხელშეკრულების ჩაშლა. აღნიშნული კომენტარი ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, უკრაინის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა, რომელიც სწორედ ევროკავშირთან სავაჭრო პაქტის დადებაზე უარის თქმას მოჰყვა.

უკრაინაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ოთხშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა, რომ ახალი მასტიმულირებელი პაკეტი უკრაინის ეკონომიკას გამოაცოცხლებს და მას გაკოტრებისგან იხსნის. პუტინი უკრაინას 15 მილიარდიან კრედიტთან ერთად დაპირდა, რომ ქვეყანას ბუნებრივ აირს მესამედ ფასში მისცემს.
XS
SM
MD
LG