რუსეთის მედიის ცნობით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი აცხადებს , რომ რუს კოლეგასთან ორშაბათს გამართული მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო.
მუალემმა თქვა, რომ ოფიციალური დამასკო თანახმაა მოსკოვის წინადადებაზე -ქიმიური იარაღის არსენალი საერთაშორისო მეთვალყურეოის ქვეშ მოაქციოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ რუსული ინიციატივა როდია:
ლავროვი აცხადებს, რომ ეს გეგმა რუსი ოფიციალური პირების ამერიკელ კოლეგებთან მიმდინარე განხილვებისას და ორშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებიდან გამოიკვეთა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ კერიმ გუშინ განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება სამხედრო იერიშს თავიდან აიცილებდა თუ სირია ქიმიურ იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას მომავალი ერთი კვირის მანძილზე გადასცემდა.