ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიის დახმარებას რუსეთი აკრიტიკებს


დახმარება სირიელ „ექსტრემისტებს პირდაპირ წაახალისებს“ ძალაუფლების მოსაპოვებლად

რუსეთი აცხადებს, რომ „სირიის მეგობართა ჯგუფის“ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ვაშინგტონმა სირიის ოპოზიციისთვის დახმარების შესახებ გამოაცხადა, სირიის კრიზისის დასასრულებას ვერ წაადგება.
პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რომის შეხვედრაზე გაკეთებული გადაწყვეტილებები სირიელ „ექსტრემისტებს პირდაპირ წაახალისებს“ ძალაუფლების მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიის ოპოზიციისთვის 60ც მილიონიანი დახმარების შესახებ განაცხადა, სურსათის, მედიკამენტებისა და სამხედრო განშტოებისთვის პირდაპირი არა-ლეტალური დახმარების უზრუნველყოფის ჩათვლით. ჯონ კერი უკვე თურქეთში აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს სადაც სირიელი მეამბოხეებისთვის დახმარების აღმოჩენის დეტალებზე განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
ამ ფონზე, სირიის ოპოზიციური დაჯგუფები ქვეყანაში ძალადობის შესახებ იუწყებიან. დიდ-ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ დამასკოსთან შორიახლოს აღმოჩენილია 10 ადამიანის გვამი. დაღუპულთა ვინაობა უცნობია.
XS
SM
MD
LG