ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის დახმარება და ოპოზიციის მოლოდინი


ამერიკა დამატებით 60 მილიონ დოლარს გამოყოფს სირიის ოპოზიციის დასახმარებლად.

ამერიკა დამატებით 60 მილიონ დოლარს გამოყოფს სირიის ოპოზიციის დასახმარებლად. ამის შესახებ ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. თანხის დაუზუსტებელი ნაწილი არალეტალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, ნაწილი კი სამხედრო დახმარებაა. თუმცა ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ჩანს. ჯონ კერიმ რომში სხვა ლიდერებთან ერთად სირიის ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე შეხვედრა გამართა.
სირიაში მიმდინარე ნგრევამ და მსხვერპლმა საერთაშორისო ყურადღების გააქტიურება გამოიწვია. თუმცა არ შეცვლილა სტრატეგიული სიტუაცია, დასავლეთისა და არაბულ ქვეყნებს არ სურთ მოიმოქმედონ რამე სირიის ოპოზიციის სამხედრო ფრთების გასაძლიერებლად.
ეს იყი დილემა ჯონ კერის, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერების და სირიის ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლების ხუთშაბათს რომის შეხვედრაზე. ამ საუბრის შედეგი იყო 60 მილიონი დოლარი, რომელიც სირიის მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყოფა.
„ჯონ კერის განცხადებით ეს თანხა დაეხმარება ოპოზიციას რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს დანგრეული და გათავისუფლებული ქალაქების და რაიონების რეაბილიტაციაში. მათ შეეძლებათ ადამიანებს ძირითადი საყოფაცხოვრებო დახმარება აღმოუჩინონ , სურსათის ,სამედიცინო და სანიტარული კუთხით“.
თავიდან ამერიკა სირიის მეამბოხეებსაც დაეხმარება . თუმცა ეს იქნება მხოლოდ მედიკამენტები და არა სამხედრო აღჭურვილობა, სამხედრო ტრანსპორტი და იარაღი როგორც ოპოზიციას სურდა. არსებობს საშიშროება რომ ეს დახმარება შეიძლება ექსტრემისტების ხელშიც აღმოჩნდეს.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი- რუსეთი, რომელიც სირიის მხარდამჭერია, ამერიკას არ სურს რომ სირიის მეკავშირე ანტაგონისტურად განეწყოს ამ დახმარებების გამო. ასეთი მოსაზრება აქვს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პროფესორს დენიელ სერვიერს.
„მისი განცხადებით შეერთებულ შტატებს სჭირდება რუსეთის დახმარება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დროს, - ჩრდილეთ კორიდორის გამოყენება საიდანაც ძირითადი სამხედრო ტექნიკა და ჯარები უნდა გამოვიდეს. ასევე გასათვალისწინებელია რუსეთის როლი ირანთან ბირთვული პროგრამის განხილვის დროს მოლაპარაკებებში ფორმატით 5+1“ .
სერვიერის აზრით ამერიკის დახმარება სირიისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს რაღაცას შეცვლის, ვინაიდან ოპოზიციას ექნება საშუალება რომ რეჟიმის ალტერნატივა ნამდვილად გახდეს. ეს ცვლილებებს გამოიწვევს სირიაშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც.“აცხადებს სერვიერი.
ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი სალმან შაიხი ეთანხმება რომ ამერიკული დამხარება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტია თუმცა, ფიქრობს რომ პრაქტიკულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.
„მისი განცხადებით ამერიკა თითქოს ჩიხში მოექცა , თუმცა ჰუმანიტარული დახმარება დოლბანდით და ორცხობილით კონფლიქტს ვერ ჩაახშობს. ახლა მითუმეტეს სიტუაცია ძალიან საშიშ ფაზაშია“.
სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის სურს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით შეცვალოს სირიის პრეზიდენტის გათვლები ,იმასთან დაკავშირებით ის გადადგება თუ ბრძოლას გააგრძელებს. ამ მხრივ ძველი ცდები უშედეგო აღმოჩნდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასადის მთავრობის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტები გაიზარდა. ამან შეცვალა ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულებაც, სადაც მანამდე ფიქრობდნენ რომ არ უნდა დაეჭირათ მხარი ოპოზიციისთვის არც სამხედრო და არც სხვა დახმარებით.
XS
SM
MD
LG