ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბაიდენს ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო საყვედურობს


მოსკოვი, "ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამგვარი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ იყო.

ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას არ გაკვირებია პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და დაამატა, რომ რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დგას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები ვაშინგტონის მიერ დიპლომატიის უგულებელყოფას ასახავს.

„ჩემი აზრით, ამერიკის პრეზიდენტს უფლება არ აქვს, რომ ასეთ ტრაგიკულ მოვლენებზე, ამგვარად ისაუბროს“, - ციტირებს რიაბკოვს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი".

პუტინმა სამძიმარი გამოუცხადა პრიგოჟინის ოჯახს და მას ნიჭიერი ბიზნესმენი უწოდა, რომელმაც იცოდა, როგორ ეზრუნა საკუთარ ინტერესებზე და თხოვნის შემთხვევაში, საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნისთვის საჭირო საქმის კეთებაში. თუმცა, იმავე გამოსვლაში, პუტინმა თქვა, რომ პრიგოჟინს რთული ბედი ჰქონდა და რომ მან რამდენიმე მძიმე შეცდომაც დაუშვა.
XS
SM
MD
LG