ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის ენერგოსტრუქტურები დაბომბა


უკრაინის დედაქალაქი კიევი მზის ჩასვლისას. 1 იანვარი, 2025წ.
უკრაინის დედაქალაქი კიევი მზის ჩასვლისას. 1 იანვარი, 2025წ.

2 იანვარს რუსეთმა განაცხადა, რომ თავს დაესხა უკრაინის იმ ენერგეტიკულ ობიექტებს, რომლებიც კიევის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, კრემლმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოიყენა საჰაერო ძალები, უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რაკეტები და არტილერია. მათ იერიში უკრაინაში, რამდენიმე ადგილზე მიიტანეს, ძირითადად - ენერგეტიკული ობიექტების, სამხედრო აეროდრომებისა და ქვეყნის სამხედრო პერსონალის სამიზნეებზე.

განცხადების სიზუსტის დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია, არც თავდასხმის მასშტაბისა და არც მიყენებული ზიანის მხრივ. რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ასეთი იერიშების შესახებ და აღწერს ბოლო თავდასხმებს, როგორც შურისძიებას კიევის მიერ დასავლეთისგან მიწოდებული რაკეტების გამოყენებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიტანილი დარტყმების დროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბოლო ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის გადაცემული "ჰაიმარსის" 6 რაკეტა, უკრაინული გამანადგურებელი "სუ-27" და 97 დრონი.

როგორ ხვდება უკრაინა 2025 წელს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:49 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG