ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა 227 ამერიკელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა


რუსეთმა დასანქცირებული ამერიკელების სია გააფართოვა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ამერიკის 227 მოქალაქეს, “ანტი-რუსული” ქმედებების გამო. სია მოიცავს სამთავრობო, კვლევითი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. “სტოპლისტი” მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს, აშშ-ის ყოფილი ელჩს რუსეთში ჯონ სალივანს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, ვენდი შერმანს.

ასევე სიაში აღმოჩნდენენ ფიგურები აშშ-ის თავდაცვის სექტორიდან, მათ შორის Lockheed Martin-ის პრეზიდენტი შამალა ლიტლფილდი, Blackwater-ის დამფუძნებელი ალფრედ კლარკი და რამდენიმე ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებლები.

სიაში ასევე არიან როგორც წამყვანი მედია საშუალებების, ასევე აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

რუსეთის თქმით, ეს პირები რუსეთის წინააღმდეგ “მტრული თავდასხმებით [გამოდიან]” და რუსეთის “საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ფაბრიკაციებს ავრცელებენ”.

ეს მოსკოვის მხრიდან, დასავლელი პირების სანქციების უკანასკნელი შემთხვევაა და კრემლის თქმით, ის დასავლეთის სანქციების პასუხია. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა ქვეყნებმა ბევრ რუს პირსა და კომპანიას დაუწესეს სავიზო და საბანკო შეზღუდვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG