ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერის" ჯგუფი ამბობს, რომ უკრაინაში აღარ იბრძვის


კერძო დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი" აცხადებს, რომ ის ახლა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე და რუსეთის მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე მოქმედებს. "ვაგნერის" განცხადებით, ჯგუფის წევრები უკრაინაში აღარ იბრძვიან.

კვირას კიევმა ბელარუსს მოუწოდა უკან გაიწვიოს ის საჯარისო დანაყოფები, რომლებიც ორი ქვეყნის საზღვართანაა მობილიზებული. მინსკი ამბობს, რომ ეს ბელარუსის სპეციალური ძალები და "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლები არიან.

"ჩვენი კომპანიის არც ერთი დივიზია რუსეთის ეროვნულ გვარდიაში, თავდაცვის სამინისტროსა თუ სხვათა რიგებში არ იბრძვის", - თქვა "ვაგნერმა" განცხადებაში. კომპანია ამტკიცებს, რომ ის ამ ეტაპზე არ მონაწილეობს უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში". "ვაგნერში" ამბობენ, რომ სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში, საზოგადოებას ამის შესახებ შეატყობინებენ.

დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ აფრიკაში "ვაგნერის" საქმიანობის გამო, განსაკუთრებით კი ბოლო დროს მალიში, სამხედრო გადატრიალებაში მისი როლის გამო. უკრაინაში ჯგუფი აქტიურად იბრძოდა პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტის ასაღებად, 2023 წლის გაზაფხულზე. ივნისში კი, მისი თანადამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რამდენიმედღიანი აჯანყების და მოგვიანებით, ავიაკატასტროფაში მისი გარდაცვალების შემდეგ, მებრძოლთა ნაწილი ბელარუსში დარჩა, ნაწილი კი აფრიკის კონტინენტზე განაგრძობს საქმიანობას.

XS
SM
MD
LG