ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის წარმომადგენლებს არ შეხვდა


სერგეი ლავროვი, მადრიდი, ესპანეთი, 5 მარტი, 2014
სერგეი ლავროვი, მადრიდი, ესპანეთი, 5 მარტი, 2014
დასავლეთი ცდილობს უკრაინის კრიზისის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი მონახოს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ ამერიკა და ბრიტანეთი ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირონ.

რუსეთის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ ჰეიგს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე, რომელიც დღეს პარიზში ბუდაპეშტის შეთანხმების ჯგუფის სახელით გაიმართა. 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რუსეთმა, ბრიტანეთმა, უკრაინამ და ამერიკამ მოაწერეს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასაც ისახავდა მიზნად.

ჰეიგის თქმით, დასავლეთი კვლავ ეცხება უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებას.

ჰეიგის თქმით, თუ დიპლომატირუი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, ამას რუსეთისთვის „შედეგები მოჰყვება.“ მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კრემლის მიერ მეზობელი ქვეყნების საქმეებში ჩარევა, როგორიც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ხდება, მოსკოვის ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობას დიდ ზიანს აყენებს.
XS
SM
MD
LG