ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობაა


რუსეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებებით 828 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი ოფიციალური ინფორმაციით, რეკორდული რაოდენობაა, რაც კი პანდემიის განმავლობაში დაფიქსირებულა. რუსეთში, ევროპის ქვეყნებს შორის გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რაოდენობაა, პარასკევს კი, თანმიმდევრულად უკვე მეოთხე დღეს, ვირუსმა 800-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლმა კრიზის-ცენტრმა პარასკევს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში 21 379 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წინა დღეს კი თითქმის ასი შემთხვევით მეტი.

ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებლები ინტენსიურად იზრდება რუსეთის 85 რეგიონიდან 36-ში. მდგომარეობა კი შეიძლება სეზონური რესპირატორული ვირუსების გავრცელებასთან ერთად, გაუარესდეს კიდეც. საავადმყოფოები შესაძლო გადატვირთვისთვის ემზადებიან.

გასულ კვირას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მისი უახლოესი გარემოცვიდან ათობით წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ის ამბობდა, რომ მისი თვით-იზოლაცია ერთგვარი გამოცდა იყო იმ რუსული ვაქცინისთვის, რომელიც როგორც თავად ამბობს, რამდენიმე თვის წინ მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG