ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი მეუღლეს გაშორდა


30 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორების შესახებ განცხადება პუტინებმა ხუთშაბათს გააკეთეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა მეუღლემ ლიუდმილამ 30 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორების შესახებ განცხადება გააკეთეს.
ამის შესახებ რუსეთის პეზიდენტმა ხუთშაბათს, კრემლში გამართული საბალეტო დადგმის შემდეგ ერთობლივი ინტერვიუს დროს განაცხადა, რაც სამთავრობო ტელეარხით გადაიცა. წყვილის განცხადებით გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრება საკმაოდ აქტიური და საჯაროა, რაც ლიუდმილასთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.
თავის მხრივ პრეზიდენტის მეუღლემ დასძინა, რომ ისინი მაინც თითქმის ვერ ხედავენ ერთამენთს და თითოეული მათგანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG