ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის დაბრუნების ერთი წელი


ანალიტიკოსები ვლადიმერ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების რესპრესიებზე საუბრობენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ზუსტად ერთი წლის წინ 7 მაისს, ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის, არაპოპულარული ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდეგ კრემლში დაბრუნდა, რომ განეხორციელებინა თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილება მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის რანგში. პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება მოსკოვში გაბრაზებული ხალხის დემონსტრაციებით აღინიშნა.

ერთი წლის წინ პოლიციის ომონი მოსკოვში დემონსტრანტებს დაუპირისპირდა, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას და მის ექვსწლიან საპრეზიდენტო მოღვაწეობას აპროტესტებდნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ რომ, მისი ახალი პრეზიდენტობის პირველ წელს პუტინი ოპოზიციას გაუსწორდა.

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი დიმიტრი სუსლოვი ამბობს რომ, ამ შოლტით შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების უკან რუსეთში დიდი მასშტაბით პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი შემცირდა.

დიმიტრი სუსლოვი: ტაქტიკა შემდეგნაირია: ოპოზიციის და საპროტესტო ტალღის განადგურება ციხეში ჩასმა, მარგინალიზაცია და ემიგრაციაში წასვლის ზეწოლა. ეს საოცარია, ამბობს სუსლოვი.

კრემლმა ქალების პანკ-ჯგუფით „ ფუსი რაიოთით“ დაიწყო, რომლებმაც საპროტესტო აქცია მოსკოვის მთავარ ტაძარში მოაწყვეს. პუტინის ხელისულფებაში დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში აქციის მონაწილე სამი ქალი ორ-წლიანი პატიმრობის ვადით ციხეში გაუშვეს.

ახლა რუსეთის ოპოზიციის ყველაზე პოპულარული ლიდერის, ალექსანდრ ნავალნის დროა. მისი სასამართლო პროცესი მოსკოვიდან 1000 კმ-ში ქალაქ კიროვში მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ვლადიმერ რიჟკოვი ამბობს რომ, სასამართლო პროცესები ანარეკლია იმ საყოველთაო დევნის, რაც პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ განახლდა.

ვლადიმერ რიჟკოვი: რუსეთის დუმის ან პარლამენტის რეზინის შტამპიანი საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვის ნიშნები პრესის თავისუფლებას წნეხში აქცევს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკას იმსახურებს.

დღეს უკვე დემონსტრანტების რაოდენობა შემცირებულია.

ახლა ხელისუფლების რევიზორები არასამთავრობო ორგანიზაციებს მიადგნენ, ეძებენ სამხილს რომ, დაამტკიცონ რომ ისინი უცხოეთის აგენტები არიან.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჩერკასოვი ამბობს რომ, გასულ თვეს რევიზორებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს 9 ათასი დოკუმენტის ასლი მოსთხოვეს.

ალექსანდრ ჩერკასოვი: ისინი გვაიძულებენ რომ საზოგადოება „ მემორიალმა“ განაცხადოს რომ, ისინი უცხოეთის აგენტურას წარმოადგენენ.

თუმცა პუტინის მხარდამჭერები, მათ შორის ორგანიზაცია „ახალგაზრდა გვარდიის“ ლიდერი ეკატერინა სტენიაკოვა ამბობს რომ, რუსეთის ოპოზიციას მოქმედებისთვის თავისუფალი სივრცე აქვს.

ეკატერინა სტენიაკოვა: კანონი სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებას არ ზღუდავს. რუსებს შეუძლიათ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება და საჯარო გამოსვლები.

ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ქუჩის საპროტესტო აქციების პარალელურად უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატურებს არჩევს, რომელთა არჩევნები ორი წლის ვადით სექტემბრიდან დაიწყება.
ახალი ოპოზიციური პარტია „ დემოკრატიული არჩევანის“ თავმჯდომარე ვლადიმერ მილოვი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ვლადიმერ მილოვი: თუკი გაქვთ ღია, სიცოცხლისუნარიანი ძალა, პარტია - თუ გყავთ მერობის კანდიდატები, რომელთაც აქვთ მონაცემები რომ მოიპოვონ მხარდაჭერა და ამომრჩევლის მოხიბვლა შეძლონ, 10-15 % გაყალბების შემთხვევაშიც კი ხელისუფლება ვერ შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას.

ახლა კი რამდენიმე მონაცემი რომელიც პუტინს დაძაბავს.

რუსეთის გაზის და ნავთობის ექსპორტი შემცირდა.

ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს შეიძლება ნული იყოს. ეს გაცილებით დაბალია 5% ზრდაზე, გასულ წელთან შედარებით, როდესაც პუტინი ხელისფლებაში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG