რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გუარესდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის პიკმა გადაიარა, პირველად დაფიქსირდა ინფიცირებულთა მასშტაბური ზრდა.
ერთ დღეში რუსეთმა კვოვიდ19-ით ინფიცირების 6 611 შემთხვევა გამოავლინა. ეს კი ძალიან ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც რუსეთში პანდემიის პიკის დროს ფიქსირდებოდა. პიკის დროს რუსეთში დღიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 9 000 იყო.
ოფიციალური მოსკოვი ასევე იუწყება, რომ გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილია 135 ადამიანი. რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000 გადააჭარბა.
რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ-19-ის მაჩვენებლებში მეოთხე პოზიციას იკავებს. შაბათ-კვირას ინდოეთის მონაცემებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომელთა მიხედვითაც ინდოეთი არის მესამე ქვეყანა მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირების კუთხით.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19 დაუდასტურდა 12 მილიონამდე ადამიანს, გარდაცვლილია 534 000-ზე მეტი ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება - 2,888,729, შემდეგ ბრაზილიაში 1,603,055, ინდოეთში 697,413, რუსეთში 686,777 და პერუში 302,718.
Facebook Forum