ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაწყვეტილება მაგნიტსკის საქმეზე


სასამართლომ ეჭვმიტანილი კრატოვი დამნაშავედ არ ცნო

რუსეთის სასამართლომ ადვოკატ მაგნიტსკის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, იურისტი სერგეი მაგნიტსკი ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. სასამართლომ ბრალდებული დმიტრი კრატოვი არ ცნო დამნაშავედ მაგნიტსკის გარდაცვალებაში. მაგნიტსკი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის საქმეს იძიებდა და გადასახადებისგან დამალული 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოავლინა. ამის შემდეგ, ის დააპატიმრეს და გაურკვეველ ვითარებაში ციხეში გარადაიცვალა. შეერთებული შტატების სენატმა მიიღო ე.წ. მაგნიტსკის აქტი, რომლის ძალითაც სანქციები დაუწესდათ რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებში არიან მხილებული.
XS
SM
MD
LG