რუსეთმა და ისრაელმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გააფორმეს შეთანხმება. რუსეთის და ისრაელის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს დღეს მოსკოვში შეხვდნენ. ანატოლი სერდიუკოვის და ეჰუდ ბარაკის მიერ ხელმოწერილი დკოკუმენტის დეტალები არ ხმაურდება. რუსულმა მედიამ ბატონი სერდიუკოვის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. სერდიუკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელისგან გამოცდილების და ცოდნის მიღება, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესში. რუსეთის თავდაცვის სმაინისტრომ ისრაელისგან უკვე შეიძინა 12 უპილოტო თვითმფრინავი, რომლის მომსახურებისთვისაც 50 კაციანი რუსული სამხედრო პერსონალი იწვრთნება.
პოპულარული
1