რუსმა ჰაკერებმა, რომლებმაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ამოატრიალეს, ჰილარი კლინტონის კამპანიის გარდა, სხვების ელექტრონულ ფოსტაზეც მიიტანეს იერიში. მათ შორის იყვნენ, უკრაინელი ოფიცრები, რუსეთის ოპოზიციის ფიგურები, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების კონტრაქტორები და ათასობით სხვა პირი თუ ორგანიზაცია, ვინც კრემლის ინტერესების სფეროში იყო. ეს ინფორმაცია ეყრდნობა წარსულში არ გამოქვეყნებულ, ციფრულ სამიზნეთა სიას, რომელიც „ასოშიეიტიდ პრესმა“ მოიპოვა.
კიბერ-უსაფრთხოების ფირმა „სეკიურვორქის“ მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რომელიც 2015 წლის მარტიდან 2016 მაისამდე პერიოდს მოიცავს, რუსული ჰაკერული ჯგუფის, „ფენსი ბეარის“ დაზუსტებული სამიზნეები იყო შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში და სირიაში.
ბევრ სამიზნეს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის კრემლის რადარზე გადაიკვეთა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჯგუფი ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა და ბევრი მას რუსეთის სადაზვერვო სამსახურების განშტოებად განიხილავდა.
Facebook Forum