ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა"


ალექსეი არბატოვი
ალექსეი არბატოვი

რუსულ-ქართული ომის ორ წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსეთში სულ უფრო ხშირად გაისმის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების, ოფიციალური მოსკოვის პოზიციისგან განსხავავებული შეფასებები.

რუსეთში, ერთ-ერთმა გავლენიანმა პოლიტოლოგმა ალექსეი არბატოვმა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის დირექტორია და ამ სფეროში, ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად ითვლება, ღიად განაცხადა, რომ მოსკოვმა სოხუმისა და ცხივნალის დამოუკიდებლობის აღიარებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ალექსეი არბატოვმა კერძოდ თქვა:

“ჩვენ, რუსეთს, რომ განგვერხოციელებინა სამხედრო აქცია და მოგვეგერიებინა ქართული ავანტურა, ისე, რომ არ გვეცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა - პირველ რიგში, დღეს სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში არ იარსებებდა, მოვიდოდნენ უფრო გონიერი ადამიანები, რომელთანაც მშვიდობიანი მეთოდებით საბოლოოდ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარებაზე მოლაპარაკება, აფხაზეთის და ოსეთის უფლებების გათვალისწინებით.

მეორეც, ჩვენ არ აღმოვჩნდებოდით იზოლაციაში, არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, არამედ, ჩვენს საკუთარ დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაში, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, სცნეს მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. და ამ ქვეყნების მხრიდან ცნობა მთელი სიტუაციის აბსურდულობას კიდევ უფრო აღრმავებს.

წარმოიდგინეთ, ჩვენმა უახლოესმა მოკავშირეებმა დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არ სცნეს სოხუმი და ცხინვალი, მე არ ვსაუბრობ აქ დანარჩენ ევროპაზე,

ამიტომ ვამბობ, რომ ამ საკითხში ჩვენ იმაზე წინ გავიქეცით, ვიდრე საჭირო ოყო. ჩვენ გვქონდა მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით მოლაპარაკებების მძლავრი ბერკეტი, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურაში. საჭირო იყო, რომ „ჰაერში გამოგვეკიდა“ ეს "აღიარება" და არ განგვეხორციელებინა ის.

ჩვენ კი ყველა კოზირი მაგიდაზე დავყარეთ - თამაში დამთარდა და ჩვენ დავრჩით ამ დიდი პრობლემით, რომელიც დღეს ძალიან სერიოზულად ეწინააღმდეგება ევროპულ უსართხოების ახალ იდეას. ჩვენ ვიქნებით, სრულიად მარტონი ამ საკითხში ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, ეს სერიოზული პრობლემაა ბევრი მიმართულებით”.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსულ-ქართულ ხუთ დღიან ომში, კრემლის კიდევ ერთ სტრატეგიულ შეცდომად , რუსეთის არმიის მიერ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვა სახელდება. მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე შარავინი ამბობს

“სააკაშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ რომ მისი მხრიდან ეს იყო პრევენციული ომი, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო მოქცეულიყო. გულწრფელად გეუბნებით, მე მისაუბრია ძალიან ბევრი სამხედრო ექსპერტთან, როგორც დასავლეთში, ისე ჩვენთან, ვინც დღემდე სამხედრო სამსახურშია - პრაქტიკულად არცერთი მათგანს არ სჯეროდა, რომ სააკაშვილი ოდესმე გაბედავდა ჩვენს სამშვიდობოებზე თავდასხმას. წარმოიდგინეთ - არცერთს! მეც არ მჯეროდა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ა

ქ მოქმედება უკვე იმდენად ავანტურული იყო, რომ ის სცილდებოდა გონიერების ჩარჩოებს. იმიტომ, რომ შეუძლებელია სააკაშვილი დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ რუსეთიდან საპასუხო დარტყმას არ მიიღებდა. რუსეთიდან კი ეს იყო საპასუხო დარტყმა, ამის მიუხედავად, მე დღემდე ვფიქრობ, რომ ომის დროს, ჩვენ არ უნდა გადავსულიყავით სამხრეთ ოსეთის საზღვარს, ჩვენი ქვეითი დაჯგუფებებით.

უნდა დავკმაყოფილებულიყავით, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმებით, იმ დაჯგუფებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ არავითარი მტკივნეული რეაქცია დასავლეთის ქვეყნებიდან არ იქნებოდა”.

რუსი ექსპერტების მიერ, აგვისტომის ომის, ერთგვარი გადაფასების ფონზე, კვლავაც უცვლელი რჩება ოფიციალური მოსკოვის პოზიცია - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთს ქართული მიწები ოკუპირებული აქვს, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვიდან შემდეგი განცხადებით უპასუხა:

“ზოგი თვლის, რომ ეს მიწები ოკუპირებილია, ზოგი - რომ განთავისუფლებულია. ეს უნდა გახდეს დიალოგის საგანი ქართველ და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის. და ეს დიალოგი უნდა შედგეს მესამე მხარეზე დაყრდნობის გარეშე.

ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა ამ ომის შედეგებზე ეკისრებათ მათ, ვინც ომი დაიწყო. როგორ მოხდება შეთანხმება ეს დიალოგის მხარეებზეა დამოკიდებული. რუსეთი, როგორც სხვა საერთაშორისო მოთამაშეები, ამ შემთხვევაში მხოლოდ გარანტად შეიძლება გამოვიდეს.

მე ვიცი, რომ საქართველოში არიან ბევრი ძალები, რომელთაც სურთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება, ოს ხალხთან ერთად ერთობლივი მომავალის მოწყობა, აუცილებელია ამ გზით სიარული. მაგრამ, ამავე დროს, არ არის საჭირო გადაწყვეტილებების გარეთ ძებნა”.

რაიმე სერიოზულ გარღვევას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, არ ელიან არ მოსკოვში და არც თბილისში. ქართული ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ამერიკა პირველ რიგში დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის განუახლებრობით, რათა პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში მოხდეს სრულფასოვანი დიალოგის განახლება. ალასანია კერძოდ ამბობს:

“რა თქმა უნდა, არ უნდა შეგვექმნას ილუზია, და პრინციპში, არც აქვთ ვაშინგტონის და თბილისის პოლიტიკურ წრეებში იმის ილუზია, რომ ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან, საქართველოს მხრიდან, ძალიან იოლად და მარტივად დარეგულირდება.

ესეთი განცდა შეგვექმნა, რომ ყველას აქვს მოლოდინი პოსტსააკაშვილისეული პერიოდის, როდესაც დავიწყებთ მუშაობას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე. მანამდე, მთავარი ამოცანა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცისაც არის ის, რომ არ მოხდეს ახალი ესკალაცია, არ მოხდეს კონფლიქტის განახლება რუსეთსა და საქართველოს შორის.

ჩვენი მთავარი აქცენტი, და მათ, შორის, ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებში ამერიკასთან არის გადმოტანილი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, საარჩევნო სისტემის მთლიანად, თვისობრივად შეცვლაზე და ხელისუფლების მშვიდობიან გამოცვლაზე. აი, ეს არის, ის სამი მიმართულება, რაზედაც ამერიკის შეერთებული შტატები აყრდნობს საკუთარ ინტერესებს საქართველოში.“

ბოლო ერთი თვის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ შესთავაზა რუსეთს, ურთიერთობების ცარიელი ფურცლიდან დაწყება, თუმცა სააკაშვილის არცერთ შეთავაზებას, მოსკოვიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.





XS
SM
MD
LG