რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მმართველმა პარტიამ ყველასთვის მოულოდნელად არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილები დაკარგა.
ჯერ-ჯერობით ხმათა 96%-ია დათვლილი. რუსეთის დუმის ქვედა პალატის 450 ადგილიდან მათ მხოლოდ 238 მიიღეს, მაშინ როდესაც 2007 წლის არჩევნებში პუტინის მომხრეებს 315 მანდატი ჰქონდათ.
რუსეთის ოპოზიცია აცხადებს რომ არჩევნები გაყალბებული იყო. ბატონი პუტინის პარტიამ დაკარგა დუმაში ორი მესამედის უმრავლესობა, რაც მათ კონსტიტუციის შეცვლის უფლებას აძლევდა.
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით: “ახალი მონაცემები ზუსტად ასახავს ხალხის დღევანდელ განწყობას და მიმაჩნია, რომ კარგია, როცა პარტიას ასეთი დინამიკა გააჩნია.“
მიუხედავად ამგვარი რეზულტატისა არც ვლადიმერ პუტინი ამჟღავნებს შეშფოთებას. მისი თქმით:“ ამ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას.“
კომუნისტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და 92 ადგილის მოპოვება შეძლეს დუმაში, ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალ დემოკრატებმა კი 56 მანდატი მიიღეს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით პუტის ერთიანი რუსეთის პარტიამ ამომრჩევალთა ხმების 49%-ის მოპოვება შეძლო, კომუნისტებმა კი 20% დააგროვეს.