ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოდივ-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა


რუსეთი აცხადებს, რომ უკანასკნელ 24 საათში კოვიდ-19-ით 780 ადამიანი გარდაიცვალა, ეს პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელია.

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 24,702 მიაღწია, კორონავირუსის კრიზისის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით. ქვეყანაში ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, კოდივ-19-ის 5.7 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილი 144,492 ადამიანი. მოსკოვში, სადაც მერი აცხადებს, რომ ვითარება სტაბილურდება, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 4991 შემთხვევა დაფიქსირდა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეალური მონაცემები სავარაუდოდ ოფიციალურს მნიშვნელოვნად აღემატება.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის სწრაფ ზრდას უმკლავდება, რასაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. ამ დროისთვის ქვეყანაში, მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტია აცრილი. ვაქცინაციის დაბალ ტემპს, „სპუტნიკ ვის“ ვაქცინის მიმართ უნდობლობაც იწვევს.

მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, კრემლი ამბობს, რომ არ გეგმავს კიდევ ერთი ჩაკეტვის, „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ეროვნულ დონეზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG