აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ასრულებს აზიის ექვსი ქვეყნის ტურნეს და ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე მიემგზავრება. შეხვედრის მიზანი სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტატუსის განხილვაა. სამიტს 20-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და ეკონომიკური ლიდერი დაესწრება. ზღვაზე პრეტენზიას აცხადებს ტაივანი, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი, ფილიპინები და ჩინეთი.
რუსეთში კლინტონი პუტინთან შეხვედრას გეგმავს და სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტის გზების გამონახვაზე ისაუბრებს. აშშ-ს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დასულება სურს, მაშინ როდესაც რუსეთი უცხო ქვეყის ჯარის ინტერვენციას ეწინააღმდეგება.
რუსეთის პრეზიდენტს ჰილარი კლინტონი სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტის გზების გამონახვაზე ესაუბრება