ოთხშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთის პრეზიდენტთან ჰიუ ჟინტაოსთან შეხვედრისას შეეცადა მოეძია გზები, რითაც ამერიკა-ჩინეთს შორის კავშირები სამომავლოდ გაძლიერდება.
კლინტონის განცხადებით, ამიერიდან ორივე მხარემ ურთიერთშეთანხმების და წინააღმდეგობის შესახებ ღიად საუბარი უნდა შეძლოს.
პრეზიდენტმა ჟინტაომ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები წინ აღუდგება სავაჭრო პროტექციონიზმს და მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტირებაზე შეზღუდვებს გააიოლებს.
მან შეერთებულ შტატებს ასევე სამართლიანი კონკურენციისკენ და ჩინური კომპანიების მიერ შეერთებულ შტატებში ინვესტიციების ჩადების დროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კლინტონის განცხადებით, ორივე სახელმწიფომ ურთიერთშეთანხმების და წინააღმდეგობის შესახებ ღიად საუბარი უნდა შეძლოს
ამავე თემაზე
პოპულარული
1