ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: რუსეთ-ჩინეთის 5G თანამგზავრული თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის უკრაინას


რუსეთი აძლიერებს თანამშრომლობას ჩინეთთან 5G და სატელიტური ტექნოლოგიების სფეროში და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მოსკოვის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ- ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული "სამეფო გაერთაინებული სერვისების ინსტიტუტის" უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის მოხსენებაში.

მოხსენებაში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5G ქსელების ბრძოლის ველზე ინტეგრაციას შეიძლება რუსეთში შიდა დაბრკოლებები შეექმნას, რუსული სატელიტური სისტემებისთვის ჩინეთის დახმარების ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და შეუძლია „ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო მოქმედებას უკრაინაში“.

ჩინეთმა, რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს მოსკოვთან, უარი თქვა დაეგმო მოსკოვის მიერ უკრაინაში დაყწებული ომი. გარდა ამისა, ის რუსეთს ეკონომიკურ მხარდაჭერას სთავაზობს, რაც ეხმარება კრემლს დასავლეთის მასშტაბურ სანქციებთან გამკლავებაში.

პეკინმა განაცხადა, რომ ის არ აწვდის რუსეთს სასიკვდილო იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. თუმცა, დასავლეთის მთავრობები ჩინეთის რუსეთის დახმარებაში სდებენ ბრალს.

მოხსენების თანახმად, 5G ქსელის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში ბოლო წლებში, რის შედეგადაც ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-სა და რუსულ კომპანიებს MTS-სა და Beeline-ს შორის შეთანხმებების დადება მოჰყვა.

5G არის ტექნოლოგიური სტანდარტი ფიჭური ქსელებისთვის, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის უფრო მაღალი სიჩქარის საშუალებას, ვიდრე მისი წინამორბედი, 4G. RUSI-ის მოხსენების თანახმად, 5G-ს „შეუძლია შეცვალოს ბრძოლის ველი“ სამხედრო ობიექტების გაძლიერებული თვალთვალის, სენსორების დიდი მონაცემთა ნაკრების უფრო სწრაფი გადაცემის, რეალურ დროში დამუშავების გზით და გაუმჯობესებული კომუნიკაციებით.

XS
SM
MD
LG