მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ, რუსეთს მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრძალა. შედეგად, რუსეთი მომავალ ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს.
გადაწვეტილება სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო. სააგენტოს თქმით, რუსეთი ლაბორატორიულ მონაცემებს ცვლიდა და იმ სამხილებს ანადგურებდა, რომლებიც დოპინგის გამოყენებას ადასტურებდა.
„რუსეთს მიეცა ყველა შესაძლებლობა, რომ სიტუაცია გამოესწორებინა და გამხდარიყო გლობალური ანტი-დოპინგის საზოგადოების წევრი, მისი ათლეტების სასარგებლოდ და სპორტში სამართლიანობის შესანარჩუნებლად. თუმცა მან აირჩია გაეგრძელებინა უარყოფის და თაღლითობის გზა“, - განაცხადა სააგენტოს პრეზიდენტმა სერ კრაიგ რიდიმ.
რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტოს გადაწვეტილების გასაჩივრება 21 დღის ვადაში, შვეიცარიაში მდებარე, სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში შეუძლია.
2012 წლის ლონდონის და 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, სახელმწიფოს მონაწილეობით, დოპინგის გამოყენების შემხვევები დადგინდა. ეს მასტიმულირებელი საშუალებები სპორტსმენებს უკეთესი შედეგის დაფიქსირებაში ეხმარება. გამოძიებამ დაადგინა, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს რუსი აგენტები შარდის ნიმუშებს კედელში გაყვანილი ხვრელის მეშვეობით ცვლიდნენ.
2016 წელს მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 1000 რუსი სპორტსმენი დოპინგს სახელმწიფოს თანამონაწილეობით იღებდა. რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტოს სტატუსი სწორედ ამის გამო შეუჩერდა. 2018 წლის სექტემბერში მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ რუსეთს სამწლიანი აკრძალვა მოუხსნა, ამ უკანასკნელის მხრიდან მონაცემების გადაცემის თანხმობის საფუძველზე. თუმცა 25 ნოემბერს, სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთი მონაცემებს აყალბებდა.
შედეგად, რუსეთი 2020 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. მოსკოვი ასევე გამოტოვებს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ცალკეულ ათლეტს შესაძლებლობა მიეცემა საერთაშორიო შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღონ, თუ ისინი არ იყვნენ კავშირში მონაცემების გაყალბების და დოპინგის საქმეებთან.
რუსული მხარე განიხილავს გაასაჩივროს თუ არა გადაწვეტილება.
Facebook Forum